Thursday, May 29, 2025
19.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი: პუტინი საერთოდ გაგიჟდა, უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს, არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა პუტინით“ და არ იცის „რა ჯანდაბა დაემართა“ მას.

„არ ვარ კმაყოფილი პუტინის ქმედებებით. ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის საერთოდ გაგიჟდა! უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია.

„გაკვირვებული ვარ. ძალიან გაკვირვებული. ვნახოთ, რას ვიზამთ. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არ მომწონს. ის ხალხს ხოცავს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას, მისი ყველა სიტყვა პრობლემებს იწვევს“.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, „მაგრამ მას რაღაც დაემართა“.

„ის საერთოდ გაგიჟდა! ის უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. რაკეტებსა და დრონებს ისვრიან უკრაინის ქალაქებში, სრულიად უსაფუძვლოდ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა, ეს სიმართლე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს რუსეთის დაცემამდე მიგვიყვანს!

ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას ასეთი საუბრით. მისი ყველა სიტყვა პრობლემებს იწვევს, ეს არ მომწონს და ჯობს, შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომი და არა ტრამპის. მე მხოლოდ ვეხმარები დიდი და საშინელი ხანძრების ჩაქრობაში, რომლებიც დიდი არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო“, – აცხადებს ტრამპი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები