Tuesday, May 20, 2025
22.2 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი: კარგი იქნებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ვატიკანში გამართულიყო, მოლაპარაკებებს ეს დამატებით მნიშვნელობასაც შესძენდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესანიშნავი იქნება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ვატიკანში გაიმართება, რაც, მისი თქმით, მოლაპარაკებებს დამატებით მნიშვნელობას შესძენს.

„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მოლაპარაკებები ვატიკანში გამართულიყო და ეს დამატებით მნიშვნელობასაც შესძენდა. ვნახე, რომ ეს საკითხი გუშინ განიხილებოდა. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ მათთვის პატივი იქნებოდა ამის გაკეთება. მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვა, რომში, ეს შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში „ძალიან, ძალიან დიდი ეგოები“ მონაწილეობენ.

„ვფიქრობ, რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან დიდი ეგოები მონაწილეობენ. თუ არ მოხდება, უბრალოდ უკან დავიხევ და მათ მოუწევთ გაგრძელება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ევროპული სიტუაციაა. ის ევროპულ სიტუაციად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რადგან წინა ადმინისტრაციას ძალიან მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ჩართული, ჩვენ გავხდით ჩართული ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ევროპა, ფულის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვყავს ჯარისკაცები ადგილზე, ჩვენ არ გვეყოლება ჯარისკაცები ადგილზე, მაგრამ დიდი ფსონი გვიდევს და ფინანსები, რომელიც დადებულია, უბრალოდ გიჟურია. ეს გიჟურია“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, სთხოვა თუ არა პრეზიდენტ პუტინს შეხვედრა, ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა.”

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები