Wednesday, May 14, 2025
11.2 C
Tbilisi

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 80 ხმით მხარი დაუჭირეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

„აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის დაზუსტებას, ე.წ. მემკვიდრე პარტიების შესაძლო შექმნასთან და ამასთან მიმართებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე განმარტებით, თუკი კონკრეტული პარტიის აკრძალვის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა იმავე პირთა ჯგუფის მიერ, არაკონსტიტუციური მიზნებით, თვალთმაქცურად, ახალი ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნა, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გათვალისწინებულია ეფექტიანი, საკანონმდებლო ჩარჩო რათა, საკონსტიტუციო სასამართლომ რაც შეიძლება ოპერატიულად შეძლოს სათანადო სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირების განხორციელება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები