Thursday, May 8, 2025
24.8 C
Tbilisi

ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან გამართა შეხვედრა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნათია თურნავამ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ ვიზიტორებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობა და ზრდის ძირითადი მიმართულებები. მისივე თქმით, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალ ინტერესს განაპირობებს.

უნგრეთის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის ენერგეტიკის, დეველოპერული სფეროს, აუდიტორული კომპანიების და ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით.

თავის მხრივ, უნგრულმა მხარემ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმოების ინტერესი და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები