Thursday, May 8, 2025
13.8 C
Tbilisi

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისში რეგისტრირებულ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე 26 ვეტერანს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 26 წევრს 1 000 ლარი გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).

თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.

9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან, 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები