პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას 2021-2024 წლებშიც იკავებდა.
მმართველი პარტიის ყრილობას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.