„თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მორიგ თამაშში მიიღეს მონაწილეობა.
ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ გეზრბენის თამაშებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სპორტული დაწესებულებების მოსწავლეებმა იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა აკაკი მელიქიძემ შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადასცა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.



