Monday, May 5, 2025
20.8 C
Tbilisi

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამხედროებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა მოსწავლეებს ჯარისკაცის პროფესია და თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს.  მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და ტერიტორიულმა რეზერვმა გამოიწვია. ასევე, დიდი დაინტერესება მოჰყვა ისტორიებს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები