Thursday, May 1, 2025
16.8 C
Tbilisi

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

„სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაღალ მაჩვენებელზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები