Thursday, May 1, 2025
12.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია

ჩვენ დღეს დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რადგან სურდა, დაცული ყოფილიყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შეზღუდვა“ რამე ფორმით, ტრამპმა უპასუხა „შესაძლოა, ასეც იყოს“.

„ჩვენ დღეს დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია, მაგრამ მე მინდოდა, დაცული ვყოფილიყავით“, – განაცხადა ტრამპმა.

შეთანხმება აშშ-ს უფლებას აძლევს, ისარგებლოს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულით, სანაცვლოდ კი უკრაინაში საინვესტიციო ფონდის დაფუძნებას ითვალისწინებს.

ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალის დროს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ თუ ის შეთანხმებას ხელს მოაწერს, „ეს ძალიან კარგი საქმე იქნება“, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და გაცილებით ძლიერია“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები