Thursday, May 1, 2025
12.8 C
Tbilisi

აშშ-ის ეკონომიკა 2022 წლის შემდეგ პირველად შემცირდა

აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წლის პირველ კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. მსგავსი რამ 2022 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ამერიკის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშის თანახმად, მშპ-ის შემცირება უმთავრესად გამოწვეულია ტარიფების შემოღებამდე იმპორტის გაზრდით.

ანგარიშის მიხედვით, წმინდა ექსპორტი თითქმის 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა მშპ-თან მიმართებაში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სამომხმარებლო ხარჯები, რომელზეც მშპ-ის ორი მესამედი მოდის, 1,8%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2023 წლის შუა პერიოდიდან, თუმცა უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომისტები პროგნოზირებდნენ.

ბიზნესის დანახარჯები აღჭურვილობის შესყიდვებზე 2020 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა. უკანასკნელად მშპ-ის კვარტალური ვარდნა აშშ-ში 2022 წელს დაფიქსირდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები