ცაგერში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოსა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაირგო მარადმწვანე მცენარეები, დეკორატიული ბუჩქები.
ქალაქ ცაგერის გამწვანების სამუშაოებში ჩართული გახლდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე, ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ა/ა/იპების თანამშრომლები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის გამწვანების აქციები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.




