Tuesday, April 22, 2025
21.8 C
Tbilisi

91 წლის ასაკში მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

91 წლის ასაკში რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა.
„დიახ, ეს დღეს მოხდა, ღამით, ორის ნახევარზე,“ – უთხრა ინტერფაქსს მხატვრის თანაშემწემ სერგი შაგულაშვილმა.

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა, 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან იყო რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული „შრომებისა“ (5 ტომად) და „ეთნოგრაფიული ალბომისათვის“. 1996 – რსფსრ სახელმწიფო პრემია; საფრანგეთის „ვერბეერის“, გაბრიელ მისტრალის (ჩილე),ხელოვნებისა და ლიტერატურის პრემია, იუნესკოს ოქროს ორდენი (აშშ), პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996), სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი)და მრავალი სხვა.

ზურაბ წერეთელი 2002 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, „თავისუფლების მონუმენტი“ – წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე.
ასევე, ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები