Tuesday, April 22, 2025
17.8 C
Tbilisi

ტრამპის მიერ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელზე თავდასხმების გამო, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები და დოლარის კურსი კვლავ დაეცა

GUARDIANGE – აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები და დოლარის კურსი კვლავ დაეცა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააძლიერა თავდასხმები აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელზე, რომელსაც იგი წარუმატებელს უწოდებს იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთებს არ ამცირებს.

სოციალურ ქსელში ტრამპმა მოუწოდა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეს, ჯერომ პაუელს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები „პრევენციულად“, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის გაძლიერებას. მისი თქმით, პაუელი ძალიან ნელა რეაგირებს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე.

”შესაძლოა ვხილოთ ეკონომიკის შენელება, თუკი ბატონი ძალიან დაგვიანებული, დიდი წარუმატებელი კაცი, არ შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს”, – დაწერა ტრამპმა.

როგორც BBC წერს, ტრამპი პაუელის მიერ აშშ-ის ეკონომიკის მართვას იმ ფონზე აკრიტიკებს, როცა მისმა ტარიფების გეგმებმა საფონდო ბირჟები აქციების უფრო დაბალ ფასად გაყიდვამდე მიიყვანა და ეკონომიკური რეცესიის შიში გააჩინა.

ტრამპის მზარდმა დაპირისპირებამ პაუელთან, რომელიც მან პრეზიდენტობის პირველი ვადისას დაასახელა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელად, საფონდო ბირჟებზე არასტაბილურობა გააძლიერა.

S&P 500, რომელიც მოიცავს 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას, 21 აპრილს დაახლოებით 2.4%-ით დაეცა, 2025  წლის დაწყების შემდეგ კი, მან თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა.

დოუ ჯონსის საშუალო ინდუსტრიული ინდექსი 2.5%-ით შემცირდა და 2025 წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ი 2.5%-ით, იანვრიდან კი, დაახლოებით 18%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ დოლარი და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები, როგორც წესი, უსაფრთხო აქტივებად ითვლება ბაზრის არასტაბილურობის დროს, ისინიც ვერ გაექცნენ ბოლოდროინდელ არეულობას.

დოლარის ინდექსი – რომელიც ზომავს დოლარის სიმყარეს ვალუტების ერთობლიობის წინააღმდეგ, ევროს ჩათვლით – 21 აპრილს, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა 2022 წლის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო ვალის საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა, რადგან ინვესტორები მოითხოვდნენ უფრო მაღალ ამონაგებს სახაზინო ვალდებულებების შენახვისთვის.

ერთი უნცია ოქროს ფასმა 21 აპრილს პირველად გადააჭარბა $3,400-ს. როგორც წესი, ეკონომიკური გაურკვევლობის დროს ეს ძვირფასი ლითონი ფულის დაბანდებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება.

ტრამპის კრიტიკა პაუელის მიმართ ჯერ კიდევ მისი პირველი ვადით პრეზიდენტობიდან იღებს თავს, როდესაც იგი, გავრცელებული ცნობებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავდა. არჩევნების მოგების შემდეგ მან პაუელს მოუწოდა შეემცირებინა სესხის აღების ხარჯები.

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელისადმი პრეზიდენტის უკანასკნელი კრიტიკა მოჰყვა პაუელის გაფრთხილებას, რომ ტრამპის იმპორტის გადასახადები სავარაუდოდ, გაზრდიდა ფასებს და შეანელებდა ეკონომიკას.

ტრამპმა გასულ კვირას სოციალურ ქსელში დაწერა: „პაუელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ვერ შეიძლება მოხდეს საკმარისად სწრაფად“.

ასეთი ნაბიჯის გადადგმა საკამათო და სამართლებრივად საეჭვო იქნებოდა – ბანკის დამოუკიდებლობის ტრადიციის გათვალისწინებით.

პაუელმა შარშან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ სჯერა, პრეზიდენტს ჰქონდეს იმის კანონიერი უფლებამოსილება, რომ მისი გადაყენება შეძლოს. მაგრამ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა დაადასტურა, რომ ოფიციალური პირები 18 აპრილს იმ დროს განიხილავდნენ ფედერალური რეზერვის პირველი პირის გადაყენების ვარიანტს, როდესაც აშშ-ში საფონდო ბირჟა დახურული იყო ვაჭრობისთვის.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები