Tuesday, April 22, 2025
17.8 C
Tbilisi

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია

საქართველოს ვიზიტად ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 22 აპრილს გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები