Monday, April 21, 2025
18.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

ბურთის შეკერვა დილიდანვე დაიწყო.

სოფელ შუხუთში ლელობურთის დაწყებამდე ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების ნაწარმთა გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ამავე დროს სხვადასხვა სპორტული აქტივობები (მკლავჭიდი, ბაგირის გადაზიდვა, ქართული ჭიდაობა) გაიმართა.

მსოფლიო რეკორდი ამჯერად ცნობილმა რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ კიდევ ერთხელ გააუმჯობესა.

სტუმრებისთვის იმღერა ჯგუფმა „ურსამ“. შემდეგ კი ლელობურთი ავარდა და თამაში ზემოურების გამარჯვებით დასრულდა.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, სახელწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ლელობურთი სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. მას გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ.

ლელობურთი გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე, ყოველ წელს ტარდება.

ინფორმაციას და ფოტომასალას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები