Monday, April 21, 2025
18.8 C
Tbilisi

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს, დილას გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

მისი გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა გამოაცხადა ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „უძვირფასესო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი წმინდა მამა ფრანცისკე გარდაიცვალა.

„ამ დილას, 7.35 საათზე, რომის ეპისკოპოსი, ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მთელი მისი ცხოვრება ეძღვნებოდა უფალს და მის ეკლესიას.

„იგი გვასწავლიდა, რომ გვეცხოვრა ეკლესიის ღირებულებების ერთგულებით, გამბედაობით და საყოველთაო სიყვარულით, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბთა და მარგინალიზებულთა სასარგებლოდ“.

ფრანცისკე პაპი 2013 წელს, ბენედიქტ XVI-ის გადადგომის შემდეგ გახდა.

პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესებული იყო და არაერთხელ დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები