Saturday, April 19, 2025
6.8 C
Tbilisi

ვანის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

ვანის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათის გადაცემა მიმდინარეობს. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ნობათი მიეწოდა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, რომლებიც დღის ბოლომდე უზრუნველყოფენ მის გადაცემას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სააღდგომო ნობათის დარიგება ყოველწლიურად გადაეცემა მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები