Saturday, April 19, 2025
6.8 C
Tbilisi

ცაგერში პირველი ლიგის გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი ტურის მატჩები გაიმართა

ცაგერის სპორტის სასახლეში პირველი ლიგის გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი ტურის მატჩები გაიმართა.

თამაშებში მონაწილეობდნენ თბილისის გუნდები „თორი“ და „გლდანი“, თელავი ,ოზურგეთი, სამტრედია, რუსთავი და ცაგერი.

„პირველ ლიგაში ასპარეზობს ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის” სარეზერვო გუნდი,რომელიც საპასუხისმგებლო მატჩებს დიდი დანაკლისით შეხვდა,ტრამვირებული ძირითადი მოთამაშეების გამო. დაძაბულ ბრძოლაში „ცაგერი“, ერთნაირი ანგარიშით 0:3 დამარცხდა „გლდანთან“ და „რუსთავთან“.

მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი 13 ქულით მყარად ინარჩუნებს ადგილს პირველ ექვსეულში.

ცაგერის სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო თამაშები იხილა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოსულმა გუნდებმა, მეტი სიცოცხლე შესძინეს ცაგერის სპორტულ ცხოვრებას“, – აღნიშნულია ცაგერის მერიის ინფორმაციაში.

თამაშებს ესწრებოდნენ მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები