14 აპრილი საქართველოში „დედა ენის“ დღეა.
სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ა(ა)იპ „მომავლის სახლსა“ და ქალაქის – N°2, N°3 და N°4 საჯარო სკოლებში თემატური ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა „დედა ენის“ დღის მნიშვნელობასა და მისი ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე, ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც წარმოადგინეს.
განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო, მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ შესრულებული სასცენო ნომრები, რომელშიც კარგად ჩანდა, მასწავლებლების დიდი შრომა და ქართული ენისადმი სიყვარული, რომელსაც პედაგოგები ახალგაზრდებს უნერგავენ.
ღონისძიების ბოლოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მკრტიჩ მღდესიანმა, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას “დედაენის” დღე მიულოცა და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა, ა(ა)იპ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებსა და ღონისძიების ორგანიზატორ პედაგოგებს კი დიპლომები გადასცა.
ინფორმაციას ახალქალაქის მერი ავრცელებს.