14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღე აღინიშნება.
დედა ენის დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის სახლში, მრავალფეროვანი და სანახაობით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დღის ცენტრის აღსაზრდელებმა.
საქართველოში დედაენის დღე 1990 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ინფორმაციას და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




