Tuesday, April 15, 2025
9.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპის ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტის „შემეცნებითი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“.

ვაშინგტონის საავადმყოფოში ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი ყოველწლიური გამოკვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მას  გასული წლის ივლისში მკვლელობის მცდელობის შემდეგ, „მარჯვენა ყურზე გასროლის შედეგად მიყენებული ჭრილობის ნაიარევი აქვს“.

„პრეზიდენტ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია, მას აქვს ძლიერი გულის, ფილტვების, ნევროლოგიური და ზოგადი ფიზიკური ფუნქციები”, – განაცხადა მისმა ექიმმა, კაპიტანმა შონ ბარბაბელამ.

78 წლის ასაკში, ტრამპი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იყო აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც 2025 წლის იანვარში ინაუგურაციის შემდეგ თეთრი სახლი დაიკავა, მისი წინამორბედი, ჯოზეფ ბაიდენი კი ყველაზე ხანდაზმული, 82 წლის, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. (რედაქციის შენიშვნა: ბაიდენი, რომელიც 1942 წლის 20 ნოემბერს არის დაბადებული, 2021 წლის 20 იანვარს, როდესაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას შეუდგა, ზუსტად 78 წლის და ორი თვის იყო – ტრამპი კი, რომელიც 1946 წლის 14 ივნისს არის დაბადებული, 2025 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, 78 წლის და 7 თვეზე მეტის იყო).

ჟურნალისტებთან საუბრისას „Air Force One“-ის ბორტზე 12 აპრილს ტრამპმა თქვა: „მთლიანობაში, მე ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. კარგი გული, კარგი სული, ძალიან კარგი სული“. მან დასძინა, რომ ექიმებმა მისცეს „ცოტა“ რჩევები ცხოვრების წესის ცვლილებების შესახებ, რათა გაეუმჯობესებინა მისი ჯანმრთელობა, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

ექიმმა ბარბაბელამ ასევე თქვა, რომ ტრამპს ჰქონდა „უმნიშვნელო მზის დაზიანება“ და რამდენიმე „კეთილთვისებიანი კანის დაზიანება“.

პრეზიდენტი იღებს რამდენიმე მედიკამენტს მისი ქოლესტერინის კონტროლისთვის – როსუვასტატინს და ეზეტიმიბს, ასევე ასპირინს გულის პროფილაქტიკისთვის და მომეტაზონის კრემს კანის მდგომარეობისთვის, ნათქვამია ექიმის დასკვნაში.

ტრამპის კარდიოლოგიურმა გამოკვლევამ „არანაირი ანომალია“ არ აჩვენა, – წერს ექიმი ბარბაბელა.

გამოკვლევაში აღნიშნულია პრეზიდენტის „კარგად კონტროლირებადი ჰიპერქოლესტერინემიის“ სამედიცინო ისტორიის შესახებ – მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს პაციენტის გულის შეტევის რისკი.

მის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული სხვა დაავადებები მოიცავს „კოვიდის“ ინფექციას წარსულში, კეთილთვისებიან მსხვილი ნაწლავის პოლიპს და როსაცეას – კანის დაავადებას, რომელიც ხშირად იწვევს სახის სიწითლეს.

როგორც ექიმ ბარბაბელას ჩანაწერებშია ნათქვამი, პრეზიდენტი 101 კილოგრამს იწონის და სიმაღლეში 189 სმ-ია, ტრამპმა 2019 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ის 110 კგ-ს იწონიდა, 9 კილოგრამი დაიკლო.

სხეულის მასის ინდექსის კალკულატორის თანახმად, იგი ამჟამად ჭარბი წონის  და არა სიმსუქნის კატეგორიაში იქნებოდა მოქცეული.

გამოკვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის „სახსრებსა და კუნთებს აქვთ სრული მოძრაობის არეალი“, ხოლო მისი კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დამსახურება აქტიური ცხოვრების სტილს, მათ შორის „გოლფის ტურნირებში ხშირ გამარჯვებებს“ მიუძღვის.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, თეთრი სახლის ექიმმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო, მაგრამ წონის დაკლება და ვარჯიში სჭირდებოდა.

საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი ხშირად თავს ესხმოდა თავის კონკურენტს, ჯოზეფ ბაიდენს, მისი შემეცნებითი და ფიზიკური ჯანმრთელობის გამო.

გასულ წელს ტრამპის წინააღმდეგ დებატების ცუდი შედეგების შემდეგ, ბაიდენმა უარი თქვა ჩაეტარებინა კოგნიტური ტესტი, რომელიც, მისი თქმით, არ გაუვლია პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები