Tuesday, April 15, 2025
9.8 C
Tbilisi

ლანჩხუთში საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2025“ დასრულდა

ლანჩხუთში საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2025“ დასრულდა.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად დაესწრო.

„უკვე მესამედ ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს, სტუმრებს, მონაწილეებს.

გამარჯვებულებს ვულოცავ გამარჯვებას“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 270 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

ტურნირის მხარდამჭერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები