Tuesday, April 15, 2025
7.8 C
Tbilisi

მაკა ბოჭორიშვილი ბოცვანის საგარეო ურთიერთობების მინისტრს, ფენიო ბუტალეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ბოცვანის საგარეო ურთიერთობების მინისტრთან, ფენიო ბუტალესთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით შესაბამისი კონსულტაციების გაგრძელებას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები