Tuesday, April 15, 2025
7.8 C
Tbilisi

ახალქალაქში დასრულდა მუნიციპალური შეჯიბრება „თავისუფალი სტილით ჭიდაობაში“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის მხარდაჭერითა და განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დასრულდა მუნიციპალური შეჯიბრება „თავისუფალი სტილით ჭიდაობაში“.

ღონისძიების მიზანი გახლდათ, მუნიციპალიტეტში “ჭიდაობის” ტრადიციების აღორძინება და პოპულარიზაცია, საბრძოლო ოსტატობის ამაღლება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ტურნირში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ორთაბრძოლები დაძაბული და საინტერესო ფორმატით წარიმართა.

შეჯიბრება 11 კატეგორიაში გაიმართა და მასში 60 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკარის სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სიმბოლური პრიზებით,მედლებითა და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

iინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები