Monday, April 14, 2025
5.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: რატომ დაიხია ტრამპმა უკან… შეიქმნა რისკი, რომ აქციების ბაზრის კატასტროფული ვარდნის შემდეგ ალი მოდებოდა ამერიკის მთავრობის ფასიან ქაღალდებსაც

„რა მოხდა სინამდვილეში, რატომ დაიხია ტრამპმა უკან, რაც „ფოქსნიუსმაც“ კი, მისმა მთავარმა მხარდამჭერმა ტელევიზიამ, მისი მთავარი ფინანსური მიმომხილველის ენით, შეაფასა როგორც თეთრი სახლის მარცხი.

შეიქმნა რისკი, რომ აქციების ბაზრის კატასტროფული ვარდნის შემდეგ ალი მოდებოდა ამერიკის მთავრობის ფასიან ქაღალდებსაც, რომელსაც ფლობენ მთელ მსოფლიოში და რომელშიაც არის განთავსებული მსოფლიოს ქვეყნების უცხოური ვალუტის რეზერვების უდიდესი ნაწილი (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები). შეიქმნა ამ ობლიგაციების მასობრივად თავიდან მოცილების საფრთხე. მის დიდ რაოდენობას ფლობს ჩინეთი, მაგრამ დარტყმა სულ სხვა მხრიდან წამოვიდა – იაპონიამ დაიწყო ამ ფასიანი ქაღალდების მასობრივი გაყიდვა. როგორც „ფოქსნიუსის“ მიმომხილველი, ჩარლზ გასპერინო ამბობს, ეს იყო სერიოზული განგაშის ზარი და თეთრი სახლი ამას მიხვდა.

ამერიკის მთავრობას 36 ტრილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები აქვს გამოშვებული (ანუ ამდენი ვალი აქვს აღებული), რომლის უდიდეს ნაწილს უცხოელები ფლობენ. ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლა ამერიკის ფინანსურ სისტემას წარმოუდგენელ ზიანს მიაყენებს. ამიტომ, ტრამპმა დროებითი ზავი გამოაცხადა სატარიფო ომში.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომხდარიდან დასკვნებს გამოიტანს. მარცხის გამარჯვებად გაყიდვაში კი იგივე „ფოქსნიუსი“ და სხვები წაეხმარებიან“,- წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები