Sunday, April 13, 2025
8.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი: უცხოელი ლიდერები გვირეკავენ, ტრ…ზე მკოცნიან, ლამის კვდებიან შეთანხმების მისაღწევად, გთხოვთ, ბატონო, დავდოთ გარიგება

GUARDIANGE – აშშ-ის მიერ უნივერსალური ტარიფების დაწესების შემდეგ დელეგაციები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, იტალიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში მომავალ კვირას ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელის „პროაქტიული მიდგომა“ აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევის მიმართ, ყველასთვის შეიძლება სამაგალითო გახდეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი საერთაშორისო ტარიფების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა 8 აპრილს ნათლად განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო მოლაპარაკებების კარი ფართოდ არის ღია, მაშინაც კი, თუ ზუსტი ფორმულა, რომელიც მოითხოვს გადასახადებისგან გათავისუფლებას, გაურკვეველია.

„ეს ქვეყნები გვირეკავენ. ტრ…ზე მკოცნიან. ისინი ლამის კვდებიან შეთანხმების მისაღწევად“, – უთხრა ტრამპმა „რესპუბლიკელების“ ჯგუფს 8 აპრილს, საღამოს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ტარიფები ამოქმედდებოდა. მან აღნიშნა, რომ უცხოელი ლიდერები ძირითადად ცდილობენ თავიდან აიცილონ ახალი ტარიფები: „გთხოვთ, გთხოვთ, ბატონო, დავდოთ გარიგება. ყველაფერს გავაკეთებთ, ბატონო“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, მათ შორის ჩინეთისთვის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი სახელმწიფოსთვის, 104%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა.

ჩინეთს თავდაპირველად ტრამპმა 20%-იანი ტარიფი დაუწესა, შემდეგ დამატებით 34% და ბოლოს, პეკინის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო გადასახადის გაუქმებაზე უარის თქმის გამო, 50% და საბოლოოდ, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეტანილ უმეტეს საქონელზე გადასახადი დღეიდან 104% გახდა.

ჩინეთის ოფიციალურ პირებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ სახელმწიფო მედიამ განაცხადა: „ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს, მაგრამ არ გვეშინია პრობლემების… ჩინელებს არ უყვართ ზეწოლა და მუქარა“.

აზიის მრავალი ადგილი, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეები – იაპონია, ტაივანი და სამხრეთ კორეა, ასევე დაზარალდნენ მაღალი ტარიფებით.

აზიის საფონდო ბირჟები დღეს დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა და დღის განმავლობაში აქციების ფასებმა კიდევ უფრო მეტად განიცადა ვარდნა.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობა

აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობამ გასულ წელს დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან გაცილებით მეტი იმპორტი განახორციელა, დაახლოებით 440 მილიარდი დოლარი, ვიდრე ჩინეთმა ამერიკიდან, რომელიც დაახლოებით 145 მილიარდი დოლარი იყო.

2024 წელს საქონლის ყველაზე დიდი კატეგორიის ექსპორტი ჩინეთიდან აშშ-ში იყო ელექტრონული მოწყობილობები – ისეთი, როგორიცაა სმარტფონები, ლეპტოპები და ტელეკომუნიკაციების მოწყობილობები, ასევე სათამაშოები. ექსპორტზე ასევე გავიდა დიდი რაოდენობით ბატარეები, რომლებიც ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობას – ყველაზე დიდი ექსპორტი იყო სოიოს მარცვლეული, რომელიც ძირითადად გამოიყენება ჩინეთის დაახლოებით 440 მილიონი ღორის გამოსაკვებად.

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს ასევე გაუგზავნა თვითმფრინავები, ძრავები, ფარმაცევტული საშუალებები და ნავთობპროდუქტები.

დღემდე განვითარებული მოვლენები

8 აპრილს ჩინეთმა მკაცრად უპასუხა ამერიკის შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა პეკინს დამატებით 50%-ის ტარიფის დაწესებით, თუკი ის არ მოუხსნის აშშ-ს საპასუხო მოსაკრებელს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ის არასოდეს მიიღებს  „აშშ-ის შანტაჟის ბუნებას“ და პირობა დადო, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“.

ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ფინანსურ ბაზრებს აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობის ზრდის გამო. ჩინეთის ფინანსური მარეგულირებელი ასევე აპირებს გაზარდოს სადაზღვევო ფონდების წილი საფონდო ბირჟებზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება ზრდის სავაჭრო ომის ალბათობას მსოფლიოს ორ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის.

ახალმა ტარიფებმა, ზოგიერთი ამერიკული კომპანია, რომელთაც გარკვეული სახის საქონელი შეაქვთ შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, 104%-იანი გადასახადის დაწესების წინაშე დააყენოს.

აზიის საფონდო ბირჟების უმეტესობა 8 აპრილს უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიხსნა, თუმცა ტაივანში ჯერ კიდევ შემდგომი 4%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ევროპის უმსხვილესი საფონდო ბირჟები – მათ შორის ლონდონის FTSE 100 – 7 აპრილს 4%-ზე მეტი კლებით დაიხურა.

ტრამპის ტარიფები მსოფლიოს ცვლის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო, როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, დაიცვას ქვეყნის ეკონომიკა აშშ-ის ტარიფების გავლენისგან.

10%-იანი „საწყისი“ ტარიფი აშშ-ში იმპორტის უმეტეს ნაწილზე 5 აპრილს ამოქმედდა – რამდენიმე ქვეყანა 9 აპრილიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეეცდება გააძლიეროს ალიანსები და შეამციროს სავაჭრო ბარიერები, ხოლო ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების შესახებ დამატებით მოლაპარაკებებს გამართავს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფებმა შესაძლოა მომხმარებლისთვის ფასები გაზარდოს, მაგრამ ტრამპი მოუწოდებს აშშ-ს, რომ „მტკიცე იყოს“ საფონდო ბირჟებზე შექმნილი არეულობების კვალდაკვალ.

ილონ მასკი, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი, იმედოვნებს, რომ მიიღწევა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ევროპა და აშშ „იდეალურად გადავიდნენ“ ნულოვან ტარიფულ მდგომარეობაში.

აშშ-ის საფონდო ბირჟები მკვეთრად დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს საპასუხო დარტმა მიაყენა.

რა მოხდა გასულ კვირას – ტრამპის ტარიფებმა ყველაზე დიდი დარტყმა ჩინეთს მიაყენა

ჩინეთმა, რომელსაც თავდაპირველი ვარიანტით, აშშ-ში შეტანილ საქონელზე საერთო ჯამში 54%-იანი იმპორტის გადასახადის გადახდა უწევდა, განაცხადა, რომ საპასუხოდ მომავალი კვირიდან აშშ-ის საქონელზე დამატებით 34%-იან გადასახადს დააწესებს, რაც ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების კიდევ უფრო დიდ ვარდნას გამოიწვევს.

აშშ-ის საფონდო ბირჟების გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრამპმა თქვა, რომ „ჩინეთმა არასწორად ითამაშა, ისინი პანიკაში ჩავარდნენ” და მისი პოლიტიკა “არასოდეს შეიცვლება”.

„ბევრი ინვესტორისთვის, რომლებიც მოდიან შეერთებულ შტატებში და ინვესტიციების სახით უზარმაზარ თანხებს დებენ, ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება.

„ეს შესანიშნავი დროა, რომ გამდიდრდე, უფრო გამდიდრდე, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.

ინდექსები ლონდონში, ბერლინსა და პარიზში 3%-ზე მეტით დაეცა და გაურკვეველია, რა იქნება მომავალში.

მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო – ტრამპი აშშ-ში ყველა იმპორტზე 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აწესებს – ჩინეთისთვის 54%-იან, ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმპორტზე 10%-იანი უნივერსალური ტარიფები დაწესდება, რომელიც ამოქმედდება 5 აპრილიდან, რაც გლობალური ვაჭრობისთვის წყალგამყოფი მომენტია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპის მიერ საყოველთაო ტარიფების დაწესების გამოცხადებისთანავე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა.

ჩინეთმა მოითხოვა ტრამპისგან ტარიფების გაუქმება და პირობა დადო საპასუხო ზომების მიღებაზე. სხვა ქვეყნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ სავაჭრო ომის გამწვავების გამო.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აშშ-ს „დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები სწორად გადაჭრას პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით“.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ჩინეთი ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდა ტრამპის განცხადების შემდეგ, რადგან დამატებით 34%-იანი ტარიფი დაწესდა ყველა ჩინურ საქონელზე, 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მანამდე იყო დაწესებული და ჯამში ეს 54%-იანი ტარიფი გამოდის, და ტრამპის ახალი გადაწყვეტილებით, რომელიც ჩინეთისთვის დამატებით 50%-იანი გადასასახადის დაწესებას გულისხმობს, ტარიფი 104% ხდება.

ტრამპმა განაცხადა, რომ რომ ბრიტანეთს საქონელზე 10%-იანი ტარიფი დაუწესდება, ხოლო ევროკავშირისთვის ტარიფი 20% იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტარიფების დაწესებას მსოფლიო ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა უწოდა და თქვა, რომ ერთობლივი რეაგირების პირობა დადო.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

„მოდით, ნათლად განვიხილოთ უზარმაზარი შედეგები: გლობალური ეკონომიკა მასობრივად დაზარალდება, გაურკვევლობა სპირალურად გაიზრდება და პროტექციონიზმის შემდგომ ზრდას გამოიწვევს. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც მოგვიანებით, 7 აპრილს, აშშ-ს მოლაპარაკებები შესთავაზა და სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფის შემოღების წინადადებით მიმართა.

„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში 7 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მან აღნიშნა, ტარიფები, რამაც გლობალურ საფონდო ბირჟებზე ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ შეერთებული შტატებისთვის.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები