Monday, April 7, 2025
14.8 C
Tbilisi

კირ სტარმერი: „მსოფლიო, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“

GUARDIANGE – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო, როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, დაიცვას ქვეყნის ეკონომიკა აშშ-ის ტარიფების გავლენისგან.

10%-იანი „საწყისი“ ტარიფი აშშ-ში იმპორტის უმეტეს ნაწილზე 5 აპრილს ამოქმედდა – რამდენიმე ქვეყანა 9 აპრილიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდის.

სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეეცდება გააძლიეროს ალიანსები და შეამციროს სავაჭრო ბარიერები, ხოლო ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების შესახებ დამატებით მოლაპარაკებებს გამართავს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფებმა შესაძლოა მომხმარებლისთვის ფასები გაზარდოს, მაგრამ ტრამპი მოუწოდებს აშშ-ს, რომ „მტკიცე იყოს“ საფონდო ბირჟებზე შექმნილი არეულობების კვალდაკვალ.

ილონ მასკი, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი, იმედოვნებს, რომ მიიღწევა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ევროპა და აშშ „იდეალურად გადავიდნენ“ ნულოვან ტარიფულ მდგომარეობაში.

აშშ-ის საფონდო ბირჟები მკვეთრად დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს საპასუხო დარტმა მიაყენა.

ტრამპის ტარიფებმა ყველაზე დიდი დარტყმა ჩინეთს მიაყენა

ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ში შეტანილ საქონელზე საერთო ჯამში 54%-იანი იმპორტის გადასახადის გადახდა მოუწევს, განაცხადა, რომ საპასუხოდ მომავალი კვირიდან აშშ-ის საქონელზე დამატებით 34%-იან გადასახადს დააწესებს, რაც ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების კიდევ უფრო დიდ ვარდნას გამოიწვევს.

აშშ-ის საფონდო ბირჟების გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრამპმა თქვა, რომ “ჩინეთმა არასწორად ითამაშა, ისინი პანიკაში ჩავარდნენ” და მისი პოლიტიკა “არასოდეს შეიცვლება”.

„ბევრი ინვესტორისთვის, რომლებიც მოდიან შეერთებულ შტატებში და ინვესტიციების სახით უზარმაზარ თანხებს დებენ, ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება.

„ეს შესანიშნავი დროა, რომ გამდიდრდე, უფრო გამდიდრდე, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.

ინდექსები ლონდონში, ბერლინსა და პარიზში 3%-ზე მეტით დაეცა და გაურკვეველია, რა იქნება მომავალში.

მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო – ტრამპი აშშ-ში ყველა იმპორტზე 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აწესებს – ჩინეთისთვის 54%-იან, ევროკავშირისთვის 20%-იან ტარიფებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმპორტზე 10%-იანი უნივერსალური ტარიფები დაწესდება, რომელიც ამოქმედდება 5 აპრილიდან, რაც გლობალური ვაჭრობისთვის წყალგამყოფი მომენტია.

ტრამპის მიერ საყოველთაო ტარიფების დაწესების გამოცხადებისთანავე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა.

ჩინეთმა მოითხოვა ტრამპისგან ტარიფების გაუქმება და პირობა დადო საპასუხო ზომების მიღებაზე. სხვა ქვეყნების ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ სავაჭრო ომის გამწვავების გამო.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აშშ-ს „დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ცალმხრივი სატარიფო ზომები და სავაჭრო დავები სწორად გადაჭრას პარტნიორებთან თანასწორი დიალოგის გზით“.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

ჩინეთი ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდა ტრამპის განცხადების შემდეგ, რადგან დამატებით 34%-იანი ტარიფი დაწესდა ყველა ჩინურ საქონელზე, 20%-ის გარდა, რომელიც უკვე მანამდე იყო დაწესებული და ჯამში ეს 54%-იანი ტრაიფი გამოდის.

ტრამპმა განაცხადა, რომ რომ ბრიტანეთს საქონელზე 10%-იანი ტარიფი დაუწესდება, ხოლო ევროკავშირისთვის ტარიფი 20% იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტარიფების დაწესებას მსოფლიო ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა უწოდა და თქვა, რომ ერთობლივი რეაგირების პირობა დადო.

„მოდით, ნათლად განვიხილოთ უზარმაზარი შედეგები: გლობალური ეკონომიკა მასობრივად დაზარალდება, გაურკვევლობა სპირალურად გაიზრდება და პროტექციონიზმის შემდგომ ზრდას გამოიწვევს. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები