Sunday, April 13, 2025
8.8 C
Tbilisi

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა.

გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. ვახტანგ გომელაურმა გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს გიორგი ბუხრაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები