Monday, April 7, 2025
14.8 C
Tbilisi

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს.

საქმე ეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე წარედგინება ბრალდება.

„არავის აქვს მორალური უფლება, არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდესო, მაგრამ, ეტყობა, ამ სასამართლოში სხვა კალენდრით მუშაობენ. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – განუცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები