• მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • თავდაცვა
  • რეგიონები
  • კულტურა
  • მეტი
    • სპორტი
    • ტექნოლოგიები
    • მსოფლიო
    • ჯანმრთელობა
ძიების
Logo
Logo
Thursday, May 15, 2025
12.8 C
Tbilisi
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
  • ძველ ვერსიაზე გადასვლა
Logo
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • თავდაცვა
  • რეგიონები
  • კულტურა
  • მეტი
    • სპორტი
    • ტექნოლოგიები
    • მსოფლიო
    • ჯანმრთელობა
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • თავდაცვა
  • რეგიონები
  • კულტურა
  • მეტი
    • სპორტი
    • ტექნოლოგიები
    • მსოფლიო
    • ჯანმრთელობა
მთავარიპოლიტიკა
პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა

March 26, 2025
0
54
Facebook
Twitter
Pinterest
WhatsApp
Email
ბეჭდვა
Copy URL

    2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

    სხდომაზე განსახილველი საკითხი იყო 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

    აღნიშნულ საკითხზე კომისიას ახსნა-განმარტება პაატა დავითაიამ მისცა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

    პაატა დავითაიამ ისაუბრა პარლამენტის დროებით კომისიის შექმნის მიზნებზე, მუშაობის პრინციპებზე, კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

    სხდომას, დისტანციურად, სატელეფონო ზარით, მიხეილ ქარელი ჩაერთო, რომელიც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო. კითხვებზე პასუხისას, მან ისაუბრა სახალხო დიპლომატიისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ე.წ. ერგნეთის ბაზრობის მნიშვნელობაზე, ასევე, ამ ბაზრობის პრობლემურ მხარეებზე.

    მისი განცხადებით, ბაზრობა 2004 წელს დაიხურა და ამის შემდეგ რეგიონში თავდაცვისა და შეიარაღებული ძალები განლაგდნენ, რამაც ადგილზე არსებული მდგომარეობა გააუარესა.

    „ჩვენს რეგიონში მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი ომი. ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო 2004 წელს მომხდარიყო, რომ არ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ. სწორედ მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია მოხდა“, – აღნიშნა მიხეილ ქარელმა.

    მისი თქმით, სააკაშვილის რიტორიკით ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო სახელმწიფოებს შორის და უბრალოდ პატარა ბიძგი იყო საჭირო იმისთვის, რომ მთლიანად ჩამოშლილიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება.

    მიხეილ ქარელის განცხადებით, სააკაშვილმა თქვა სამი სიტყვა, რომ „ამერიკელები რუსებს მიხედავდნენ“ და ეს იყო ის გზავნილი, რომლითაც ფაქტობრივად ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ან შეთანხმების პროცესში იყვნენ ან უკვე შეთანხმდნენ.

    მიხეილ ქარელმა ასევე, ისაუბრა მის დაპატიმრებაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მძიმე პირობებზე, მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

    დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ომის შემდეგ კი – საგარეო საქმეთა მინისტრი.

    კითხვებზე პასუხისას, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა: 2008 წლის 21 თებერვალს სააკაშვილსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე, მის მიერ 2008 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პრეზიდენტის წერილის გადაცემაზე, აგვისტოს ომის წინა პერიოდზე და ზოგადად, მის ჩართულობაზე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

    გრიგოლ ვაშაძის კომისიის წევრების ცალკეულ შეკითხვებზე პასუხისას კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

    დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრების შეკითხვებს უპასუხა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი იყო, ახლა კი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

    მან ისაუბრა 2007 წლიდან 2008 წლამდე დროებითი ადმინისტრაციის მიერ რეგიონში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე, ჰუმანიტარულ აქციებზე, აგვისტოს ომის წინა პერიოდში არსებულ ვითარებაზე.

    როგორც თამაზ ბესტაევმა აღნიშნა, როგორც ომის წინა დღეებში, ასევე ომის დროს ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციისთვის არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

    დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც 2003 -2004 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ – 2007 წლის 16 ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    ზურაბ ნოღაიდელმა შერიგების პროცესში ე.წ. ერგნეთის ბაზრობის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზრობის დახურვის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი თვითონ იყო, ვინაიდან აღნიშნული ბაზრობა კონტრაბანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო და „შავი ხვრელი“ იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის.

    მისივე თქმით, შერიგების პროცესის ხელშეწყობისთვის საჭირო იყო ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიული პროექტის განხორციელება, რაც ვერ მოხერხდა.

    მან ასევე ისაუბრა მინისტრთა კაბინეტის მუშაობაზე, ცალკეული მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რაც კონტრპროდუქტიული იყო სამშვიდობო პროცესთან მიმართებაში, თუმცა, ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ვერც ეს განცხადებები და ვერ ე.წ. ერგნეთის ბაზრობის დახურვა ვერ გახდებოდა აგვისტოს ომის დაწყების მიზეზი.

    სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე, დაბარებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა იგი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

    როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხვალ მიიღებს.

    კომისიის წევრებმა ასევე გადაწყვეტილება მიიღეს ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე, რომელიც 25 მარტს გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა, სადაც შპს „მაგნატის“ საქმე განიხილებოდა.

    ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    გაზიარება
    Facebook
    Twitter
    Pinterest
    WhatsApp
    Email
    ბეჭდვა
    Copy URL
      წინა სტატიაში
      ნინოწმინდაში ყოველწლიური სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა
      შემდეგი სტატია
      მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

      მსგავსი თემები

      პოლიტიკა

      ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები

      პოლიტიკა

      იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა

      პოლიტიკა

      ირაკლი კობახიძე: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, მათთან თანამშრომლობენ და საქართველოთია თურმე ყველა გაოცებული, სანქციებს აწესებენ

      0გულშემატკივარიროგორიცაა
      3,912მიმდევრებიდაიცვას
      0აბონენტებსგამოწერა

      ბოლო სიახლეები

      პოლიტიკა

      ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები

      საზოგადოება

      რევაზ სოხაძე: მარნეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის კონტრაქტორ კომპანიას პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ

      პოლიტიკა

      იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა

      საზოგადოება

      200 ლარი ქეშბექი ავიაბილეთებზე – სტუდიო ლიბერთის კამპანია Top|Card Black Edition-ის მომხმარებლებისთვის

      პოლიტიკა

      ირაკლი კობახიძე: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, მათთან თანამშრომლობენ და საქართველოთია თურმე ყველა გაოცებული, სანქციებს აწესებენ

      ჩამოტვირთეთ მეტი

      © 2024 ყველა უფლება დაცულია guardiange.com

      კონტაქტი: saagentogardiani@gmail.com