Saturday, March 29, 2025
16.8 C
Tbilisi

ნინოწმინდაში ყოველწლიური სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში  ,,რაფაელ ჯავახ’’ , სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა.

სომხური ქადის ფესტივალი აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება, ამ დროს ეკლესიაში ადგილობრივებს სხვადასხვა ფორმისა და სახეობის ქადები მიაქვთ.

დღესასწაული ლოცვითა და საეკლესიო მსახურებით დაიწყო, შემდეგ კი მამა არმაშ პოღოსიანმა ქადა აკურთხა, რომლითაც ფესტივალის სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.

დღესასწაული ღონისძიებით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს.

ფესტივალზე ასზე მეტი  ქადა იყო წარმოდგენილი. საუკეთესო ქადის ავტორები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი ესწრებოდნენ.

ფესტივალის გამართვას აქვს როგორც საეკლესიო მნიშვნელობა, ასევე მიზანი, შთააგონოს სომეხი ქალები, არ დაივიწყონ სომხური  ქადა და ზოგადად სომხური ტრადიციები.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები