სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა პრემიუმ საკრედიტო ბარათი, Top|Card Black Edition სულ ახლახანს წარუდგინეს მომხმარებლებს. ბარათის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორია ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE.
კამპანიის პირობების თანახმად, ტოპ|ქარდის Black Edition-ის მფლობელები tktfly.ge-ზე ავიაბილეთების ბარათით შეძენისას, 2025 წლის 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ:
- 200 ლარიანი ქეშბექი
- საფასურის გადანაწილება 3 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%)
დეტალური ინფორმაცია ბარათის აღებასა და კამპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge
Video Link:
https://www.facebook.com/studioliberty.ge/videos/3933672173562200
Top|Card Black Edition, Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში და აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას. ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია:
- 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (1200+ ლაუნჯში მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვის მიუხედავად)
- 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში
- 1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე
- სამოგზაურო დაზღვევა — მათ შორის რეისის გადადების, ბარგის დაკარგვისა და სხვა შემთხვევებისთვის
Top|Card Black Edition ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის. ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლიათ მარტივად გახდნენ სტუდიოს წევრები და წინასწარ დაიმტკიცონ სასურველი ლიმიტი ბარათზე.