Thursday, May 15, 2025
10.4 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, მათთან თანამშრომლობენ და საქართველოთია თურმე ყველა გაოცებული, სანქციებს აწესებენ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ საქართველო წინ უსწრებს ბევრ ქვეყანას.

„რა უნდათ ჩვენი პატარა ქვეყნისგან? საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობით არიან შეწუხებულები, სასაცილოა. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა არა მარტო რადიკალურად არის გაუმჯობესებული 2012 წლის მდგომარეობასთან შედარებით, არამედ ჩვენ წინ ვუსწრებთ უამრავ ქვეყანას. ერთ-ერთი რეიტინგი გამოქვეყნდა ახლახან, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით. ამ მიმართულებით მარტო ამ წელიწადში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება აბსოლუტურად. ყველაფერი ღია და საჯაროა. გამჭვირვალეა ყველა ის საქმიანობა რაც სამთავრობო უწყებების მხრიდან ხორციელდება. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დავუშვათ, გვაქვს სერიოზული პრობლემები დემოკრატიაში. 200 ქვეყანაა მსოფლიოში. ამ 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანაა, რომელსაც გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს. არის აბსოლუტური მონარქიები მსოფლიოში, არსებობს ერთპარტიული სისტემები, გაცხადებული ავტოკრატია აქვთ, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არ აქვთ დადგენილი. ასეთი სახელმწიფოები არსებობს და მათთან თანამშრომლობენ, მეგობრობენ, მუშაობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ. სრული აბსურდი რომ არის, ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები