Saturday, March 15, 2025
26.8 C
Tbilisi

თურქულმა მხარემ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას მოიერიშე შაშხანები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობას სხვადასხვა სახეობის მოიერიშე შაშხანები საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ. 

სტუმრებმა იარაღები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებს გაეცნენ. მოგვიანებით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზის სასროლეთზე გადაინაცვლეს და ახალი შაშხანები პრაქტიკაში გამოსცადეს. 

სნაიპერული შაშხანების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის უწყებები მრავალი წელია სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები