Friday, March 14, 2025
21 C
Tbilisi

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!“ – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები