Friday, March 14, 2025
21 C
Tbilisi

ილჰამ ალიევი: სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოს არის, ახალი ომისთვის ემზადებიან

სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოს არის, ჩვენ არა სიტყვები, არამედ დოკუმენტები გვჭირდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს არ აქვს ნდობა, მათ შორის, არც სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ და რასაც ისინი ამბობენ, აზერბაიჯანისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება ქაღალდები. ჩვენ გვჭირდება, მათ კონსტიტუციას არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. ეს კი კვლავ არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფი დაიშალოს. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთისთვის და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში ლოგიკა არ არსებობს. იგი შეიქმნა ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. დღეს ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად. რატომ არ შემოგვიერთდით ერთობლივ განცხადებაში ეუთო-ში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ? მათ ეს არ სურთ. შესაბამისად, მათ სურთ, შეინარჩუნონ „თავიანთი პოზიციების ნაწილი“ ხმელეთზე ჩვენს ტერიტორიაზე, ახლა უკვე, რა თქმა უნდა, ვირტუალურად. და ის ფაქტი, რომ ისინი ზრდიან სამხედრო პოტენციალს – რას მოწმობს ეს? ეს აჩვენებს, რომ ახალი ომისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები