Friday, March 14, 2025
21 C
Tbilisi

ილია მეორე ანტიოქიის პატრიარქს წერილს უგზავნის – გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა. ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილს უგზავნის, სადაც გულისტკივილს გამოთქვამს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო.

„თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა. ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს. ამასთან, გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს. აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში“, –  ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები