Monday, April 28, 2025
12.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი „ქართულ ოცნებას“, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ

„როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ საგადასახადო გირავნობა დაადო. კომპანიას ათობით მილიონი ლარი მართებს ბიუჯეტის წინაშე.

რას ნიშნავს ეს ყადაღა? ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების საბაბით „ოცნების“ კლანის მიერ მართულმა სასამართლომ 2017 წელს ჩამოართვა კომპანიის უცხოელ მესაკუთრეებს მისი მართვის უფლება, დაინიშნა „დროებით“ მმართველად კლანის წერი, ამჟამად დასანქცირებული ვინმე „რიჟა“ კაპანაძე. ამის შემდეგ, არა თუ ეკოლოგიური ზიანი არ აუნაზღაურებია კომპანიას, არამედ დააგროვა მილიონობით დავალიანება ბიუჯეტის წინაშე (ხელისუფლების წაყრუებით), გაძარცვეს ზესტაფონის „ფერო“ და „ჭიათურმანგანუმი“, დააზარალეს კომპანია და უცხოელი ინვესტორი, მილიონობით ფული მიითვისა პირადად ივანიშვილის გარემოცვამ, აფინანსეს პროპაგანდისტული მედიასშუალებები, „ქართული ოცნება“ და მათი გარემოცვა, გამოწურეს ლიმონივით საწარმო და ახლა მესაკუთრეების გაგდებასაც გეგმავენ. გაკოტრების საქმის წარმოებით მესაკუთრეებს გაყრიან, ვალებს ჩამოაწერენ და „ოცნების“ კლანის რომელიმე წევრს გადასცემენ (მსგავსი სცენარით მოხდა „თბილგაზის“ 100 მილიონი ლარის ოდენობის ვალის ჩამოწერა და საწარმოს კალაძის კლანისათვის გადაცემა).

ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი „ქართულ ოცნებას“, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ამიტომ იბრძვიან ასე გააფთრებით.

ვერაფერი გადაარჩენთ. ნაძარცვის დაბრუნება მოუწევთ“, – წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები