Tuesday, March 4, 2025
7.8 C
Tbilisi

ნიკა გვარამია გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ: ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო, ციხეში, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება

„გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:

ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო. ციხეში, ცხადია.

ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.

სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.

ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში – არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.

შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა“,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები