„გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.
ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა (კრიპტოკოდების გამოძალვა).
ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.
ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს გარედან.
„ქოცებში“ კი „ტრაურია“. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან“, – წერს ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.