საქართველოს ეროვნულ ბანკს საკასო-საემისიო საქმიანობის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების პროცედურების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სებ-ის საკასო ცენტრი და დეტალურად გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას.
დელეგაციის შემადგენობაში, რომელსაც უგანდის ცენტრალური ბანკის გადახდის სისტემების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენდრიუ ბრედფორდ კავერე ხელმძღვანელობდა, შედიოდნენ: შესყიდვებისა და განკარგვის, იურიდიული მომსახურების, სავალუტო და ზედამხედველობის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უგანდის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. წარსულში, უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაცია საქართველოს მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობდა.