Friday, February 28, 2025
3.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
,, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მძღოლებს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, მოერიდონ გაუმართავი და ზამთრის შესაბამისი საბურავების არმქონე ტრანსპორტით გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ არასწორი პარკირება და შეფერხებები ტრანსპორტის გადაადგილებაში. ეს საშუალებას მისცემს მუნიციპალურ სამსახურებს, შეუფერხებლად შეასრულონ სამუშაოები და, ამავდროულად, უზრუნველყოფს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას მუნიციპალიტეტის ქუჩებში”,- განაცხადა არმენ ბდოიანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები