Friday, February 28, 2025
3.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სამი საკითხი დაამტკიცეს

28 თებერვალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი , მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სამსონ ფნჯოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მომხს.: ს. ფნჯოიანი);
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ (მომხს.: ს. მკოიანი);
3. ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023-2027 წელს რეგიონალური პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის #:გ-123.123230171 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.: ს. მკოიანი).
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები