Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა აშშ-ის გაერო-დან გასვლის შესახებ კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს

GUARDIANGE – „რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა შეერთებული შტატების გაერო-დან გასვლის შესახებ ნაბიჯების გადადგმა წამოიწყეს, იმის გამო, რომ მათი მოსაზრებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ვერ ახერხებს ამერიკის ინტერესების ხელშეწყობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგის შესაბამისად.

როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უტას შტატიდან, მაიკ ლიმ 20 თებერვალს წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის გაეროდან სრულად გათავისუფლებას და აშშ-ის გაეროში და მის შვილობილ ორგანიზაციებში წევრობისა და ამ ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტის თანაავტორი კონგრესის ზედა პალატაში ტენესის შტატის „რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლეკბერნია.

„რესპუბლიკელი“ ჩიპ როი, ტეხასის შტატიდან, მზად არის პარასკევს, 21 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატაში წარადგინოს ეს კანონპროექტი. მისი მტკიცებით, გაერო და მისი სტრუქტურები არ ემსახურებიან ამერიკელების ინტერესებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გადაიქცა ტირანების პლატფორმად და არენად, სადაც თავს ესხმიან ამერიკასა და მის მოკავშირეებს“, – თქვა ლიმ ხუთშაბათს „Fox News Digital“-ის ეთერში. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამისათვის თანხების გადახდა. მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი რევოლუციას ახდენს ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით, ჩვენ უნდა გავიდეთ ამ ფიქტიური ორგანიზაციიდან და პრიორიტეტი გავხადოთ რეალური ალიანსები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს“.

შეერთებული შტატები გაეროს სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას უხდის. 2022 წელს მას 18 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დონაციის სახით გადარიცხული, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციის, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ თანახმად. ეს კი, დაახლოებით გაეროს მთლიანი ბიუჯეტის მესამედს შეადგენს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სარგებლობდა ამერიკული გადასახადების ფულით, მაშინ როცა ხშირად ძირს უთხრიდა ჩვენს ინტერესებს, თავს ესხმოდა ჩვენს მოკავშირეებს და აძლიერებდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს“, – განაცხადა როიმ „Fox News Digital“-ის ეთერში.

„რას მიაღწია გაერომ?“ – იკითხა როიმ და თავადვე უპასუხა: „მიუხედავად ყველაფრისა – ფულისა და ყურადღებისა, ამ კორუმპირებულმა გლობალისტურმა ორგანიზაციამ ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ომების, გენოციდების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და პანდემიების თავიდან აცილება“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები