Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გადახდების ინფრასტრუქტურული გაძლიერებისა და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის ექპერტთა დელეგაცია ეწვია.

მსოფლიო ბანკის წარმომამდგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

მისიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი მიგელ სანჩესი ხელმძღვანელობდა, საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების მიმდინარე პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მათ მნიშვნელობასა და სარგებელზე, ასევე სამომავლოდ სხვა ქვეყნების სისტემებთან ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მისიის ფარგლებში სპეციალურად ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მსოფლიო ბანკის ექპერტებმა  ჩაატარეს ვორქშოპების სერია, რომლის მთავარი მიზანი ახალი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იყო.

მსოფლიო ბანკის მისიასთან შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სებ-ის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ვიზიტისას  მსოფლიო ბანკის ექსპერტები ასევე შეხვდნენ საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები