Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

მარკო რუბიო: ტრამპი ძალიან გაბრაზებულია ზელენსკიზე და ზოგ შემთხვევაში სამართლიანადაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯო ბაიდენსაც ჰქონდა მასთან პრობლემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ერ-რიადში რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების შეხვედრაზე არ განხილულა კონკრეტული დეტალები, ეს იყო პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. ამის შესახებ მან ქეთრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს გეოპოლიტიკური საკითხები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია.

„მაგალითად, არ მგონია, რუსებს სურდეთ, ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მაგრამ ამ საკითხებზე მუშაობას ვერ შევძლებთ, სანამ უკრაინის დაბრკოლება არსებობს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მან უარყო ბრალდებები, რომ უკრაინასთან კონსულტაციები არ გამართულა.

„მხოლოდ გასულ კვირას პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა ფინანსთა მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტს, კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას, სპეციალურ წარმომადგენელს. პრეზიდენტმა ზელენსკის დაურეკა პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე. ძალიან ნათლად ავუხსენით, თუ რა იყო ჩვენი განზრახვა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ამავე ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკაზე.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პრეზიდენტ ზელენსკიზე და ზოგ შემთხვევაში სამართლიანადაც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯო ბაიდენსაც ჰქონდა პრობლემები ზელენსკისთან. ხალხს არ უნდა დაავიწყდეს ეს. არსებობს სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ ბილწსიტყვაობდა მასთან სატელეფონო საუბარში. ზელენსკის, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა მადლობა მთელი დახმარებისთვის, აკეთებს განცხადებას იმაზე, რას არ ვაკეთებთ ან რას ვერ იღებს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მოიტყუა მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით.

„ზელენსკიმ გვითხრა, რომ გარიგება მოსწონდა და მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის გავლა იყო საჭირო. ორი დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ უარი თქვა გარიგებაზე. ეს არ არის ის, რაც შეხვედრაზე მოხდა“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა და ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის როლს უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.

„ტრამპი ერთადერთი გლობალური ლიდერია, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. სხვებმა სცადეს და ვერ შეძლეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები