Friday, February 21, 2025
-0.2 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: დაგვიანებით, მაგრამ შედგება ახლა ნიურნბერგის პროცესი

ვფიქრობ, ეს ისტორიული პროცესია. დაგვიანებული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მფარველების გამო დღემდე ვერ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „2012 წელს, როდესაც რეჟიმი დაამარცხა ქართველმა ხალხმა, მაშინ ხელისუფლებას არ მისცეს შესაძლებლობა, ბოლომდე მიეყვანა მართლმსაჯულება წამების, კორუფციის სისტემის შემქმნელების წინააღმდეგ“.

„ვხედავთ, დღესაც კი როგორი მფარველობა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს იმ ჯგუფისგან, რომელსაც უკვე ღიად დაერქვა სახელი, მათ შორის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან , როგორც „დიფ სთეითი“. როგორი მფარველობა აქვთ დღეს და მაშინ წარმოგიდგენიათ, რა შესაძლებლობა ჰქონდა ახალ ხელისუფლებას, უფრო ნაკლები ამ მხრივ და რამხელა გავლენა ჰქონდათ იმ უცხოურ ძალებს, რომ არ დაეშვათ მათი მფარველობის ქვეშ მყოფი მართლაც აგენტების გასამართლება. ამიტომ, დაგვიანებით, მაგრამ შედგება ახლა ნიურნბერგის პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც დავპირდით ჩვენს მოსახლეობას არჩევნებზე. ყველა ჩვენი ნაბიჯი არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების აღსრულება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ამას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ვაკეთებთ. რაც შეეხება პირველ დღეს, უკვე პირველ დღესვე გაჟღერდა ზოგი საკითხი, რომელზეც შეიძლება, საზოგადოებას არ ჰქონდა აქამდე მოსმენილი. ზოგი საკითხი კი განაახლა ყველამ საკუთარ მეხსიერებაში და კომისიაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ, მაშინდელი ხელისუფლება როგორ დანაშაულებრივად იქცეოდა აგვისტოს ომის შემდეგ. რეალურად, ჯერ საგამოძიებო კომისიამ უნდა ჩახედოს დეტალებში, მაგრამ ჩანს, სულ მცირე, დანაშაულებრივი დაუდევრობაა, როგორც ისინი ეპყრობოდნენ მტკიცებულებებს და შესაძლოა, ამის უკან იყოს კიდეც განზრახვა, რომ მიეჩქმალათ ზოგიერთი დანაშაული და მეორე მხრივ, წარმოეჩინათ ისე, თითქოს საქართველოს სამხედროებსაც მიუძღვოდათ წვლილი ამა თუ იმ გადაცდომაში.

მოვისმინეთ გუშინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან აღწერა იმ პროცესისა, რომელიც მიდიოდა – რა დახვდა 2012 წელს ხელისუფლებას პროცესების სახით. ეს იყო ფაქტობრივად წაგებისკენ მიმავალი საქმეები, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და რამხელა ძალისხმევა დასჭირდა, რომ შემოეტრიალებინა ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შემოეტრიალებინა კერძოდ ის, რომ, ფაქტობრივად, ჩვენი ჯარისკაცების დადანაშაულებისკენ მიდიოდა, ომის დანაშაულისკენ მიდიოდა საქმე, როგორც ეს ჰქონდა აწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას ჰააგაში. ეს შემოატრიალა „ქართულმა ოცნებამ“ და სრულად გაამართლა ყველა, თითოეული ჩვენი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს და დადგინდა, რომ ომის დანაშაულები ჩადენილი იქნა რუსეთის საჯარისო შენაერთების წარმომადგენლების, თუ მათი მარიონეტი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მეორე, ჩვენ ვნახეთ, სტრასბურგის სასამართლოში როგორ იყო პროცესები წასული.  3 000-ზე მეტი საქმე იყო, მომჩივანი იყო საქართველოს წინააღმდეგ და ესეც გაჟღერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო დამხმარე საქართველოს წინააღმდეგ საქმეებისა სტრასბურგში. ეს ხომ სკანდალია. მაშინდელი საია-ს წარმომადგენლები დღეს არიან პოლიტიკაში და პატრიოტიზმზე საუბრობენ. აი, ეს ხალხი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგში საქმის წარმოებაში. ასე რომ, ამასაც, რა თქმა უნდა, დეტალურად შეისწავლის საგამოძიებო კომისია და დავადგინეთ მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუ არა ყველაზე მთავარი მტკიცებულება, ეს გახლდათ ისკანდერის დეტალები, რომელიც იყო მტკიცებულება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს, 12 აგვისტოს უკვე წინასწარ განზრახულ მშვიდობიან ქალაქზე მოხდა ისკანდერის სროლა. და რომ არა ეს ფრაგმენტები, ამის მტკიცება იქნებოდა რთული და ეს ფრაგნენტები ასე მეგობრობით ჰქონდათ გატანებული აშშ-სთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები