Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ქვედა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ქვედა ცაგერის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, მათ შორის ახალი სკვერების და გარე განათების მოწყობა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წელს პრიორიტეტულია გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, ახალი სკვერების მოწყობა და სტადიონების შემოღობვა, აგრეთვე, გარე განათებების მოწყობა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები