Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს მართავენ

GUARDIANGE – აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ – ეს პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც მოსკოვი სამი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მართავს მოლაპარაკებებს საუდის არაბეთში, სადაც არც უკრაინის და არც ევროპის ლიდერები არ არიან მიწვეულები.

აშშ ამბობს, რომ მოლაპარაკებები პირველი ნაბიჯია იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი „სერიოზულად განწყობილი“ ომის დასასრულებლად, ხოლო რუსეთი აცხადებს, რომ იმედოვნებს ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც იმ მოლაპარაკებებზე იქნება მიღწეული, რომელშიც თავად არ არის ჩართული.

ევროპელ ლიდერებსაც სურთ მონაწილეობა. გუშინ მათ საგანგებო სამიტი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, განიხილავს დიდი ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ სხვა ქვეყნებს ამის სურვილი არ გამოუხატავთ.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები